კრისტალი

ვერცხლი

ვერცხლი ოქროზე არანაკლებ პოპულარული ლითონია. ოქროს მსგავსად ესეც რბილია, ამიტომ საიუველირო ნაწარმის დასამზადებლად ვერცხლიც , ოქროს მსგავსად, შენადნობის სახით გამოიყენება.ვერცხლის შენადნობში ყველაზე ხშირად სპილენძი გამოიყენება, თმცა, შესაძლებელია  თუთიის, ალუმინის, კადიუმს,ნიკელისა და პალადიუმის გამოყენებაც.

დღეისათვი ყველაზე ხშირად 925 სინჯის ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გვხვდება. ამას Sterling silver, ან სტანდარტული ვერცხლი წოდება.

875 სინჯის ვერცხლისგან მზადდება, ძირითადად , ჭურჭელი- იქნება ეს დანა-ჩანგალი, აზარფეშა, ფიალა, დოქი, ლანგარი თუ სხვა.

ხშირად ხდება ვერცხლის ნაკეთობების მოოქროვება. ასეთი ნივთები ძალიან ლამაზია, თუმცა, დროთა განმავლობაში, ოქროს ფენა, რომლითაც დაფარულია ნაკეთობა ცვდება და შორდება.

ვერცხლის ნივთების როდიუმის ფენით დაფარვა ნივთს იცავს დაზიანების, ნაფხაჭნებისა და ნაკაწრებისგან.