როდირებული სამკაული
როდიუმი პლატინის ჯგუფის იშვიათი და ძვირფასი ლითონია, რომელიც ოქროზე რამდენჯერმე ძვირად ფასობს. მისგან სამკაულები არ მზადდება, რადგან ის გაცილებით მყიფეა, ვიდრე სამკაულებში გამოყენებული სხვა ძვირფასი ლითონები. თუმცა, როდიუმი ეფექტურად გამოიყენება როგორც დამცველი ზედაპირი ამ ლითონებისთვის.
როდირებული ვერცხლის ნაკეთობა ნაკლებად ზიანდება, ქიმიურად ნაკლებაქტიურია. არ შავდება და დიდხანს ინარჩუნებს ბრწყინვალებას.
როდირებული სამკაულის შეკეთებისას — მაგალითად, ბეჭდის დაპატარავება – გადიდებისას ან სხვა სარესტავრაციო სამუშაოების დროს — აუცილებელია ნივთის ხელახლა როდირება.
მიუხედავად იმისა, რომ როდიუმი იცავს სამკაულს მექანიკური და სხვა დაზიანებებისგან, სამკაული მაინც საჭიროებს სწორ მოვლას:
დაუშვებელია ასეთი სამკაულის კონტაქტი ლაქ-საღებავებთან, გამხსნელებთან და სპირტთან.
არ ღირს მისი ტარება სპორტდარბაზში, აუზზე ან ფიტნეს დარბაზში, რადგან ოფლი და ქლორიანი წყალი აზიანებს როდიუმის ფენას.
სახლის პირობებში როდირებული სამკაულის გასაწმენდად ყველაზე უსაფრთხოა საპნიანი თბილი წყალი: სამკაულები ჩაალბეთ საპნიან წყალში, რამდენიმე წუთი დატოვეთ, შემდეგ გაავლეთ ცივ წყალში და გაამშრალეთ რბილი ქსოვილით ან ქაღალდის ხელსახოცით.
როდიუმის დაზიანებული ფენის აღსადგენად მიმართეთ ოქრომჭედელს.