კრისტალი

ძეწკვის ქსოვის სახეობები

ქსოვის ყველაზე პოპულარული და ცნობილი სახეობაა ე.წ “ANCOR” – (საზღვაო ღუზის სამაგრი ჯაჭვის ტიპი) – ძველი ეგვიპტელების მიერ გამოგიონილი ქსოვის ეს ტიპი არის კლასიკური, უნივერსალური და უნისექსი. სწორედ ეს ქსოვა უდევს საფუძვლად ქსოვის ათობით სხვა სტილს. ეს არის ერთმანეთის მიმდევრობით , ერთმანეთისადმი პერპენდიკულარულად განლაგებული, შეერთებული რგოლები.

მოგვიანებით ეს ქსოვა დაედგო საფუძვლად სამოდელო სახლის Chopard-ის მიერ შემუშავებულ ქსოვას, სადაც რგოლები არა კლასიკურივით წაგრძელებულია, არამედ მომრგვალებული. ასეთ ქსოვას სხვანაირად „ ROLO”-ს უწოდებენ


ქოსვა „SNAKE” – „გველისებური“  – ძალიან ლამაზი ქსოვაა და იდეალურია ყოველდღიური ტარებისთვის, თუმცა მოფრთხილებას მოითხოვს და აუცილებელია მისი მოხსნა ღამით, რადგან შესაძლებელია მისი გადატეხვა.

 

„რომბი“ , „ორმაგი რომბი“, „სამმაგი რომბი“ – ამ ტიპის ქსოვაში გარკვევით ჩანს რომბის ტიპის წნული. პოპულარულია როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.


„ფიგარო“ ანუ „კარტიე“ – ამ ტიპის ქსოვას დიდი პოპულარიზაცია გაუწია სამოდელო სახლმა Cartier. აქ სამი მრგვალი რგოლისა და ერთი მოგრძო რგოლის თანამიმდევრული განლაგებაა.