*ძვირფასი ქვა დედამიწის ქერქის სქელ ფენაში წარმოიქმნება მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში და მისი ფორმირებისთვის მილიონობით წელია საჭირო. ნატურალურ ქვებზე ფასი ყოველთვის გაიზრდება, რადგან პლანეტაზე მათი მარაგი სულ უფრო და უფრო მცირდება.
*მსოფლიოში ყველგან, ძვირფასი ქვების მოპოვება მხოლოდ ხელით ხდება.
*ძვირფასი ქვების წონის ერთეულია კარატი. ერთი კარატი (ct) 0,2 გრამის ტოლფასია.
*ძვირფასი ქვების ფიზიკური და ოპტიკური თვისებების შემსწავლელ მეცნიერებას გემოლოგია ეწოდება.
* ძვირფასი ქვის მოსაპოვებლად მიწის უზარმაზარი მასის გადამუშავებაა საჭირო – მაგალითად, კოლუმბიაში ერთი კარატი ზურმუხტის მოსაპოვებლად დაახლოებით 20 ტონამდე გრუნტს ამუშავებენ.
*ნამდვილი ზურმუხტი უფრო ძვირია, ვიდრე ანალოგიური წონის, ზომისა და ხარისხის ბრილიანტი
* მოპოვებული ზურმუხტების 95 % აქვს ბზარები და ჩანართები.
*ყველაზე დიდი ზურმუხტი ნაპოვნი იქნა 1974 წელს ბრაზილიაში. მისი წონა 28 კილოგრამს შეადგენდა (5600 ct)
* არსებობს ე.წ წითელი ზურმუხტი. სინამდვილეში ეს მინერალ ბერილის სახესხვაობაა და მას ბიქსბიტი ეწდება. ეს უიშვიათესი მინერალი მხოლოდ ამერიკაში, იუტას შტატში მოიპოვება.
* ითვლება, რომ ოქროს სამკაულში მოთავსებული ზურმუხტი პატრონს ავი თვალისგან იცავს.