კრისტალი

დამზადებულია საქართველოში - "კრისტალი"

საიუველირო მაღაზია „კრისტალი“ უკვე წლებია, რაც მომხმარებელს სთავაზობს საქართველოში შექმნილ, უნიკალურ ხელნაკეთ სამკაულებს. ჩვენი თითოეული კოლექცია აერთიანებს სიზუსტით დამუშავებულ ვერცხლისა და ოქროს სამკაულებს, რომლებიც გაფორმებულია ბუნებრივი ქვებით და იქმნება პროფესიონალი ქართველ იუველირების მიერ.

ჩვენთვის, როგორც მასალა, ფორმაც ხელოვნების ნაწილად აღიქმება — სწორედ ამიტომ ვქმნით სამკაულებს, რომლებიც ხარისხითა და დიზაინით პასუხობენ თანამედროვე მოთხოვნებს და ინარჩუნებენ კლასიკურ ელეგანტურობას.

კრისტალის გუნდისთვის განსაკუთრებულად საყურადღებოა მომხმარებლის სურვილები —ამიტომ, გთავაზობთ ინდივიდუალური დიზაინით დამზადებულ სამკაულებს, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ატაროთ სწორედ თქვენთვის შექმნილი, ექსკლუზიური ნივთი.

ჩვენი მისიაა დავიცვათ და გავაგრძელოთ ქართული საიუველირო ოსტატობის ტრადიცია, გადავიტანოთ თანამედროვე სტილში და მომხმარებლამდე მივიტანოთ უმაღლეს ხარისხზე დაფუძნებული ნაკეთობები.

შემოგვიერთდით „კრისტალის“ სამყაროში, სადაც თითოეული სამკაული სიყვარულით იქმნება.