კრისტალი

ოქრო – სამკაულის სამყაროს უკვდავი კლასიკა

ოქრო ათასწლეულებია ადამიანი მოდგმის სიმბოლოა — ელეგანტურობის, ძალის და უკვდავი ღირებულების. როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული და მრავალმხრივი ძვირფასი ლითონი, ის დღემდე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საიუველირო წარმოებაში. თავისი ბუნებრივი მბზინვარებით, ჟანგვის მიმართ გამძლეობით და სხვადასხვა ტონში არსებული ფერით (ყვითელი, თეთრი, ვარდისფერი). ოქრო დღემდე ყველასათვის შეუცვლელი არჩევანია.


▪︎ ოქრო ერთ-ერთი უძველესი და უმაღლესი ღირებულების მქონე ლითონია, რომელსაც ადამიანები საუკუნეებია იყენებენ როგორც სამკაულების, ასევე ფულისა და ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად.

▪︎ ბუნებრივად ოქრო ძალიან რბილია, ამიტომ საიუველირო ნაწარმისთვის მას უმეტესად შენადნობის სახით იყენებენ — ხისტი და გამძლე ლითონების დამატებით (სპილენძი, ვერცხლი, პალადიუმი და სხვ.)

▪︎ ოქროს ხარისხი და სისუფთავე გამოითვლება სინჯში (‰) ან კარატში (K):

999 სინჯი = 24K — სუფთა ოქრო

750 სინჯი = 18K — მაღალი ხარისხის ოქრო

585 სინჯი = 14K — ყველაზე გავრცელებული საიუველირო ოქრო

375 სინჯი = 9K — უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტი

▪︎ ოქრო არ იჟანგება და არ შავდება — ეს მისი მთავარი უპირატესობაა საიუველირო ნაწარმში გამოყენებისთვის.

▪︎ ოქროს ფერი შეიძლება იყოს ყვითელი, თეთრი ან ვარდისფერი, რაც დამოკიდებულია შენადნობში გამოყენებულ დამატებით ლითონებზე.

▪︎ თეთრი ოქრო ხშირად დაფარულია როდიუმით, რათა ჰქონდეს ბრწყინვალე თეთრი ელფერი და იყოს უფრო გამძლე.

▪︎ ითვლება, რომ ოქროს ტარება არა მხოლოდ ესთეტიკურად მიმზიდველია, არამედ დადებითად მოქმედებს ადამიანის ენერგეტიკასა და განწყობაზე.