საიუველირო ნაკეთობების მოვლის წესები:
საოჯახო საქმიანობის დროს უმჯობესია ნივთი მოვიხსნათ და შევინახოთ ერთმანეთისგან განცალკევებით. აგრეთვე რეკომენდირებულია საიუველირო ნაკეთობები მოვარიდოთ მზეს, წყალს, სარეცხ საშუალებებს (განსაკუთრებით ქლორის და იოდის შემცველს), კოსმეტიკას და საცხებს, ვერცხლისწყალს (ვერცხლისწყალი აზიანებს ყველანაირ მეტალს). სახლის პირობებში ნაკეთობა შეგვიძლია გავრეცხოთ თბილ, საპნიან ხსნარში, რომელშიც გარეულია ნიშადურის სპირტი (1 ჭიქა წყალში 5-10 წვეთი სპირტი) შემდეგ კარგად გავავლოთ სუფთა წყალში და ფრთხილად შევამშრალოთ.
ძვირფას ქვიანი ნაკეთობის დეტალები შეამოწმეთ ხშირად, რომ დარწმუნდეთ მათ სიმყარეში. ისინი საჭიროებენ განსაკუთრებულ მოვლას. ბრილიანტის ქვა არ იკაწრება, მაგრამ შესაძლოა გატყდეს.
მოერიდეთ თვითნებურ შეკეთებას. თუ რაიმე ცვლილება გნებავთ მიმართეთ იუველირს.
სამაჯურები, რომელთაც აქვთ ანდამატის შესაკრავები, ასევე ტყავისა და კაუჩუკის სამკაულები დაიცავით წყლისა და საპნისგან.
დაიცავით მინანქრიანი ნაკეთობა დავარდნისგან და ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებისაგან.
მარგალიტი და მარჯანი აუცილებელია დავიცვათ კოსმეტიკური პროდუქტებისგან, რადგან ორივე ორგანული ნივთიერებაა. ამ ტიპის ნაკეთობა იწმინდება რბილი და სველი ნაჭრით.
არ შეინახოთ ძვირფასი სამკაულები ერთ ყუთში, რათა თავიდან აიცილოთ მათი დაკაწვრა.
საიუველირო კომპანია „კრისტალი“ გარანტიას იძლევა თავის მაღაზიათა ქსელებში გაყიდულ სამკაულზე. გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი, რომელიც გულისხმობს ნაწარმზე მითითებულ სინჯის გარანტიას და დაზიანების შემთხვევაში სთავაზობს შემდგომი სერვისის პირობებს.